![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjpBVazY2CRCP0In7ZGvGJhNM4EX91RaVPudCri6iUkkuBN1DE0QLO-POMeV-AxD_Yhwk5he62dEjCC_rvvsfopHV6XEVTEavcqSBo8oCHnSV39djy7-UWMl9_M1W2VrWNut0D-f2Yu6_Dx/s1600/maxresdefault.jpg)
“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა “კლდესა ზედა” და დარწმუნებული ვართ, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. ყველას მივულოცავ ამ ბედნიერ დღეს. ალბათ, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში წმიდა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენებულიყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტად – სულიერი თვალსაზრისით. მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვები არიან მფარველნი ყოველი ადამიანებისა და საქართველოს,” – დასძინა უწმიდესმა ქადაგებისას.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiWD3mOOL_7FrfZXdcr8_OhxvhmzPuAbBy-PH2YC0Gyk4D4Xbau5vTDEgoPQDZgyvJ2S6mKOfwIcWtZo7fU7fkgl1jTkqqMaY3cNx7kKSx_naTS45qKePdLdOZMKx5O3-HPkA1_cleO2ICx/s1600/Dariali_monastery_01.jpg)
უწმიდესმა წირვაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც მიულოცა დღევანდელი დღე და მთავარანგელოზ მიქაელს სრულიად საქართველოს მფარველობა შესთხოვა.
წმიდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია იქნება საქართველოში.
დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.
No comments:
Post a Comment