Wednesday, July 16, 2014

კაცხის სვეტი

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.


დარიალის ხეობის სამონასტრო კომპლექსი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დარიალის ხეობაში წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი დღეს აკურთხა და პირველი წირვაც მან აღავლინა.
“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ვერ ერეოდიან მას. ასეთი ტაძარი აშენდა “კლდესა ზედა” და დარწმუნებული ვართ, რომ “ბჭენი ჯოჯოხეთისანი” ვერ მოერევიან მას. ყველას მივულოცავ ამ ბედნიერ დღეს. ალბათ, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ელოდებოდა დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში წმიდა მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარი აშენებულიყო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტად – სულიერი თვალსაზრისით. მთავარანგელოზები მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვები არიან მფარველნი ყოველი ადამიანებისა და საქართველოს,” – დასძინა უწმიდესმა ქადაგებისას.


ტაძარი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. უწმიდესის თქმით, აქ შემოსული თითოეული სტუმარი მიხვდება, რომ მართმადიდებლურ, მშვიდობიან ქვეყანაში შევიდა. შედგება მოლაპარაკებები ქვეყნის მეთაურებს შორის. “ეს ტაძარი იქნება ციხესიმაგრე, როგორც – თამარ მეფის დროს. გვიჩვენებს სასწაულს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან”, – დასძინა პატრიარქმა.


უწმიდესმა წირვაზე მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც მიულოცა დღევანდელი დღე და მთავარანგელოზ მიქაელს სრულიად საქართველოს მფარველობა შესთხოვა.
წმიდა მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია იქნება საქართველოში.
დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის ინიციატივით აშენდა და ის რამდენიმე ეკლესიას აერთიანებს. მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება. დარიალის ხეობაში მამათა სამონასტერო კომპლექსი საბოლოოდ 12 ტაძრის მშენებლობას ითვალისწინებს.

გერგეტი

გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.
კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“.


ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია (თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით წმ. სამება საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაში, XIV საუკუნეშია აგებული), არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი
სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვესაქართველოს ისტორიის შესახებ.

გრემი


                                                        მდებარეობა
გრემი- ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიმდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ.გრემის აღმოსავლეთით ციტადელშიმაღალ გორაკზე.       

ისტორია
გრემი  ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს.
მოხატვა დაუმთავრებიათ 1577წელს. იყო სამეფო რეზიდენცია,რომელშიც განლაგებული იყოსამეფო სასახლეები,შადრევნიანი შენობარვაკუთხაკოშკიაგურით ნაგები აბანო დასხვა.
XV საუკუნის შუახანებშიქალაქგრემის დაარსებისას,სასახლისათვის და საერთოდციტადელისათვისმდინარეინწობაზე ჩამომავალი ქედისშემაღლებული ბოლოშეურჩევიათამ ადგილს ისუპირატესობა ჰქონდარომ იგიბატონობდა ქალაქზე და ამავედროს ქალაქის განუყოფელინაწილი იყოფეოდალურ ქალაქს ასეთი განლაგება აწყობდა დაშეიძლება ითქვასმისი კლასიკური სახეც შეიქმნამდინარეიმწობას გასწვრივაღმოსავლეთით და დასავლეთით,განლაგებულია ქალაქის კვარტლებიქალაქს სამხრეთით მდინარეებჯინებაჩრდილოეთით კიმთები.
 XV-XVII აუკუნეებში გრემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი,კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი ქალაქი იყო. მისიმნიშვნელობაროგორც მხარის პოლიტიკური ცენტრისადაეცაXVII საუკუნეშიმას შემდეგ რაც შაჰ-აბასის 1614 1616შემოსევებში დანგრეული და განადგურებული ქალაქიდან კახმეფეთა რეზიდენცია კვლავ თელავს დაუბრუნდა.

გრემის  მთავარანგელოზი
არსებობს მთავარანგელოზის აგების  ორი ვერსია, პირველი ვერსიის თანახმად რუსიელჩებირომლებიც კახეთისმეფეებს  ხშირად სტუმრობდნენ დიპლომატიური მისიითთავის ჩანაწერებში ხშირადახსენებენ მთავარანგელოზისეკლესიას და მათ ცნობებს,როგორც პირველ წყაროებს,დიდი მნიშვნელობა ენიჭებაერთ-ერთი ასეთი ჩანაწერისმიხედვითელჩები მოსულან გრემს 1637 წელს და გაჩერებულანმთავარანგელოის მონასტერშირომელიც ციხეში იდგამეორეცნობის მიხედვითმთავარანგელოზთა მონასტერი ლევან მეფესაუშენებია და უბრძანებია მისი იქ დაკრძალვაეს ცნობავფიქრობთ სარწმუნოა. 1589-90 წწრუსების
ელჩობის ჩანაწერებიდან ესკარგად დგინდება დავგებულობთ ეკლესიის აგებისზუსტ თარიღსაც-,,ათანასეარქიმანდრიტმა თქვა,ოცდახუთი წელია რაც ტაძარიააგესო.” აღნიშნულ ცნობაზედაყრდნობით ჩუბინიშვილმამთავარანგელოზთა ეკლესიისაგების თარიღად 1565  მიიღო.
მთავარანგელოზთა ანსამბლიკომპლექსური ძეგლიასადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქისმნიშვნელოვანი პოლიტიკურიადმინისტრაციულირელიგიური,სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილიისერომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისასაწარმოო და სამეურნეო ადგილისა დაასევე თავდაცვითი მნიშვნელობის მქონე ობიექტისა.
ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულიამისი შიდა განლაგებასაერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვანძეგლისათვის., მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართულიპროპორციებითშიგნით შესული დაძაბულობას გრძნობსყველახაზი ზევით გარბის და ამ
ტენდენციას აძლიერებს სიგანესთანშედარებით შესამჩნევი 
პირვანდელი ნაგებობაფუნქციონირებდა როგორც სამეფოკარის სასახლე და სამეფო რეზიდენციისგადატანის და აქ ეკლესიის აგების თუგანახლების შემდეგ მას ემატებასამრეკლოს ფუნქციაცრა თქმა უნდასათანადო არქიტექტურულიცვლილებების შემდეგამის გამოაალბათრომ აქ რამდენიმე სამშენებლოფენა განირჩევარომლებიც ისეაერთმანეთზე გადაჯაჭვულირომ მათიგამიჯვნა ყველგან ზუსტად ვერხერხდება.
მიუხედავად იმისარომ სასახლე-სამრეკლოს მშენებლობაშირამდენიმე ფენა ჩანსმშენებლობის ტექნიკა ერთიასაშენმასალად გამოყენებულია ქართული აგური და კირის ხსნარი.
გრემი დღეს

2006 წელს გრემს ჩაუტარდა რესტავრაცია და გამოჩნდა XVII  და  XVIII  საუკუნის ფრესკები.  დღეს გრემს წელიწადში  დაახლოებით  200000  მნახველი  ყავს.  გრამში ასევე  აღევლინება წირვალოცვა.

ნეკრესი

მდებარეობა
ნეკრესი – ისტორიულიქალაქი კახეთში,ახლანდელ ყვარლისმუნიციპალიტეტშისოფ.შილდის მახლობლად,მთის ფერდობზე.
ისტორია
ნეკესეი  დააარსა მეფეფარნაჯომმა ძვ. II-I სს. IV საუკუნეში მეფეთრდატმა აქ ააგოეკლესიასადაც VIსაუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი.მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო ნეკრისს იმთავითვემიეცა დიდი მნიშვნელობააქედან ვრცელდებოდა ქართლისპოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთკავკასიონის მთიანეთზენეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში,შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარიარამედ დაღესტნის ნაწილიც(დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობანეკრესელი მღვდელმთავრები იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.

 ნეკრესის სამონასტროკომპლექსი ქართულიხუროთმოძღვრებისრამდენიმე ძეგლსაერთიანებსრომელთაგანIV საუკუნის II ნახევრისმცირე ზომის ბაზილიკაერთ-ერთი უძველესიასაქართველოში დღემდემოღწეულიეკლესიათაგანდიდისამეკლესიიანი ბაზილიკაVII საუკუნის დასაწყისსგანეკუთვნებაიგიგარედან გეგმით სწორკუთხაამთავარი ეკლესიის სამკუთხეველისამნაწილინიაგვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა.დასავლეთით მთავარიხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთითგვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანიეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევაჩუბინაშვილი,ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსადსამეკლესიიანი ბაზილიკისგუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევსშუა კვადრატულგუმბათითდაგვირგვინებულ
დარბაზს ერთი შვერილი -გარედან ხუთწახნაგა დაშიგნით ნალისებრიფორმის აფსიდი აქვს.ეკლესიას 3 მხრიდანგარსშემოსავლელიეკვრისსამხრეთით დადასავლეთით ორთაღიანიშესასვლელებია.ეპისკოპოსისორსართულიანისასახლისათვის XVIსაუკუნეში კოშკიმიუშენებიათმონასტრისტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათანაშთებიმცირე სამლოცველოები და სხვა.
ნეკრესი  დღეს

2010 წლის ზაფხულში ნეკრესს  ჩაუტარდა რესტავრაცია და გამოიკვეთა ფრესკები რომლებიც ბოლშევიკებმა შეათეთრეს.  დღეს ნეკრესს წელიწადში 350000 მნახველი  ყავს. ნეკრესში ფუნქციონირებს სამონასტრო  კომპლექსი.